გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა და გადატვირთული საავადმყოფოები რუსეთში

03 ივლისი 2021, 12:35 1095 ნახვა

რუსეთში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ინფიცირების მაჩვენებელი ინდური შტამის გავრცელების გამო გაიზარდა.  ბოლო 24-ში  ვირუსს რუსეთში 679 ადამიანი ემსხვერპლა - ეს პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ამასთან, გამოვლინდა 23 ათასს 218 ახალი შემთხვევა, საიდანაც 6 ათასს 893 ინფიცირებული მოსკოვშია.  რუსეთის ხელისუფლება ცდილობს,  ლოკდაუნი არ გამოაცხადოს და  ვაქცინაცია ინტენსიური გახადოს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვაქცინების დეფიციტი რუსეთში არ არის, თუმცა მსურველთა მცირე რაოდენობაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში