მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა

23 ნოემბერი 2024, 17:55 173 ნახვა

ოპოზიცია მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რომელიც 2 დღეში გაიმართება, არ დაესწრება. ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტმა სხდომა არ მოიწვია.
შესაბამისად, რადგან სხდომაზე წარმოდგენილი არ იქნება პრეზიდენტი, რეგლამენტის თანახმას, მას პარლამენტის უხუცესი წევრი გახსნის და იგი სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება.
ახალი პარლამენტი უფლებამოსილია მუშაობას შეუდგეს, თუ მას არჩეული დეპუტატების სრული შემადგენლობის უმრავლესობა - 76 დეპუტატი ესწრება. ცესკოს მონაცემებით, ქართულ ოცნებას 89 მანდატი აქვს, შესაბამისად, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისათვის მმართველ გუნდს საკუთარი ხმები ჰყოფნის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში