არჩევნების შედეგები გააპროტესტეს ბათუმში

23 ნოემბერი 2024, 18:09 135 ნახვა

„გააუქმე“- ამ მოწოდებით ბათუმში აქცია გაიმართა, აქციის მონაწილეები - სტუდენტები, ახალგაზრდები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მოქალაქეები უნივერსიტეტიდან მსვლელობით საკონსტიტუციო სასამართლოსთან მივიდნენ. მთავარი მოთხოვნა არჩევნების შედეგების გაუქმება იყო. აცხადებდნენ, რომ 26 ოქტომბერს არჩევნები ქვეყანაში ტოტალურად გაყალბდა.
დარღვეული იყო რამდენიმე პრინციპი, მათ შორის ხმის ფარულობის. აქციის მონაწილეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მოუწოდეს გააუქმოს შედეგები.
სწორედ ამ დღეებში უნდა განიხილოს სასამართლომ პრეზიდენტის და ოპოზიციური პარტიების სარჩელი. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ამ ფონზე ჩანიშნული პარლამენტის და უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომები არალეგიტიმურია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში