არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ბათილობაზე სარჩელი სააპელაციომ არ დააკმაყოფილა

23 ნოემბერი 2024, 11:59 93 ნახვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამი პარტიისა და ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელი ცესკოს შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის, არჩევნების შედეგების გაუქმებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ. საქმე მოსამართლეებმა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილეს.

სასამართლოს სარჩელით „გახარია საქართველოსთვის“, „ძლიერი საქართველო“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“-მ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 18 ნოემბერს მიმართეს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი ხმაურისა და საპროტესტო აქციის ფონზე 16 ნოემბერს დაამტკიცა.

ცესკოს საბოლოო შედეგებით, მე-11 მოწვევის პარლამენტში, „ქართულმა ოცნებამ“ 150-დან 89 მანდატი მოიპოვა, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას, ჯამში, 61 მანდატი აქვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში