ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომზე სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას განიხილავს

23 ნოემბერი 2024, 15:01 90 ნახვა

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას განიხილავს. გამოცემა „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თანამდებობაზე რიჩარდ გრენელი განიხილება, რომელიც ტრამპის დაზვერვის ყოფილი უფროსია. გავრცელებულ სტატიაში, რომელიც 4 ანონიმური წყაროს ინფორმაციას ეყრდნობა, აღნიშნულია რომ ამ დროისთვის არ არსებობს გარანტია, მიიღებს თუ არა გრენელი შეთავაზებას. ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ უკრაინაში კონფლიქტს მალე დაასრულებს, თუმცა არ უთქვამს როგორ აპირებდა ამას. გარდა ამისა, „როიტერი“ წერს, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში გრენელი გამოვიდა ინიციატივით, უკრაინაში შეიქმნას ე.წ ავტონომიური ზონები, რაც მისი აზრით რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწყებული სამხედრო კონფლიქტის მოგვარების ნაწილი უნდა ყოფილიყო. ის ასევე აცხადებს, რომ მხარს უჭერს ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში