ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ხანძარია - ცეცხლი მაღაზიაში გაჩნდა

24 ივნისი 2021, 20:19 7059 ნახვა

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მაღალსართულიანი კორპუსის სარდაფში ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სასურსათო მაღაზიაში გაჩნდა. როგორც მაღაზიის მეპატრონე აცხადებს, ცეცხლი სავარაუდოდ, ელექტროსადენებს გაუჩნდა

თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად განადგურებულია ტექნიკა და ინვენტარი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

დეტალები ამ ეტაპზე უცნობია და მას გამოძიება დაადგენს.

ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და სამართალდამცველები.

 

ფოტო: თამილა სურმანიძე.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში