ამერიკამ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატი გადასცა

24 ივნისი 2021, 16:30 799 ნახვა

აშშ-ის მთავრობამ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატი გადასცა - ამის შესახებ ინფორმაცია საელჩო ავრცელებს. 

აპარატურის ღირებულება 155,000 დოლარია. ეს აღჭურვილობა პაციენტს ინდივიდუალურად მიაწვდის მაღალი კონცენტრაციის მქონე ჟანგბადს, რათა კოვიდპაციენტებისთვის მობილიზებულ სამასივე საწოლს ჟანგბადის საჭირო რაოდენობა ჰქონდეს.

''ღემდე, ამ დაავადების ზემოქმედების შესამსუბუქებლად, აშშ-მა საქართველოს $9 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ახალი დახმარება აღმოუჩინა. ამასთანავე, ვაქცინის გაზიარების ვალდებულება იქნა აღებული. ამჯერად აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის მეშვეობით, აშშ-ის მთავრობამ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატი გადასცა.

დღევანდელი გადაცემის ცერემონიაში ელჩმა კელი დეგნანმა მიიღო მონაწილეობა. საჩუქრად გადაცემული აღჭურვილობა აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ნაწილია და ეროვნული გვარდიის მხარდაჭერით განხორციელდა'' - წერია ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი