კორონავირუსის პანდემიამ უმუშევრობის საკითხი გაამწვავა. დღეს ბათუმში გამართულ დასაქმების ფორუმზე სამსახურის მაძიებელთა სიმცირე ნამდვილად არ იყო. ისინი დამსაქმებელთან უშუალო კომუნიკაციის მოლოდინით მივიდნენ და საკუთარი იღბალის გამოცდა სცადეს. ფორუმზე 1000 მეტი სამუშაო ადგილი იყო წარმოდგენილი.