აჭარა ახლა სტუმრების მოლოდინშია. არსებული შეზღუდვები ძალაში რჩება. ტურისტები ყველაზე მეტად ე.წ. კომენდანტის საათის გამო განიცდიან დისკომფორტს. ამ უკანასკნელით უკმაყოფილო არიან სექტორში დასაქმებულებიც, ამბობენ, რომ ეს ფინანსურად აზარალებთ. ტურიზმის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ჩვენი რეგიონი კოვიდ უსაფრთხო სტატუსის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. დამსვენებლების, სფეროს ექსპერტებისა და სექტორში დასაქმებულების პოზიციები რეპორტაჟში.