აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტები ყარაბაღში ქალაქ შუშაში ჩავიდნენ, სადაც თურქეთის ლიდერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ერდოღანი აზერბაიჯანის დედაქალაქში ვიზიტით ორშაბათს ჩავიდა. თურქეთის ლიდერი ალიევს შუშაში მისალმების ოფიციალურ ცერემონიაზე შეხვდება. შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერების დოკუმენტებზე ხელისმოწერის ცერემონია გაიმართება. ერდორანის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, მხარეები მთიანი ყარაბღის აღდგენის შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ.