აშშ-დან არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის ტალღა გრძელდება. თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 65 მიგრანტი იმყოფებოდა, შეერთებული შტატებიდან კოსტა რიკაში დაეშვა. კოსტა რიკის მიგრაციის გენერალური დირექტორის თქმით, დეპორტირებულ მოქალაქეებს შორის იყვნენ არასრულწლოვნები.
დაშვების შემდეგ მიგრანტები ავტობუსით გადაიყვანეს მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრში.
კოსტა რიკის ომბუდსმენმა, განუცხადა როიტერს, რომ კოსტა რიკის მთავრობას ჯერ კიდევ არ აქვს მკაფიოდ განსაზღვრული გეგმა ახალი მიგრანტების მისაღებად, როგორიცაა თავშესაფრის მაძიებლები, რომლებიც ვერ დაბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებში, მაგრამ აღარ სურთ კოსტა რიკაში დარჩენა.