გაეროს უშიშროების საბჭომ ორშაბათს მიიღო აშშ-ს მიერ შემუშავებული რეზოლუცია უკრაინაში რუსეთის შეჭრის მესამე წლისთავთან დაკავშირებით, რომელიც ომის სწრაფად დასრულებისკენ მოუწოდებს.
დღემდე 15-წევრიანმა საბჭომ ვერ შეძლო რაიმე ქმედების განხორციელება უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით, რადგან რუსეთს აქვს ვეტოს უფლება.
აშშ-ის რეზოლუციას მხარი დაუჭირა 10 წევრმა. საფრანგეთმა, ბრიტანეთმა, დანიამ, საბერძნეთმა და სლოვენიამ თავი შეიკავეს.