აშშ-თან იშვიათი ლითონების შეთანხმების ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიები ჯერ არ შეთანხმებულა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი ამერიკელებისგან მოითხოვდა უსაფრთხოების გარანტიებისთვის მხარდაჭერაზე წინადადების ჩამატებას, მაგრამ არაფერი კონკრეტულად ჯერ არ გადაწყვეტილა.