ვატიკანში პაპის გამოჯანმრთელებისთვის ლოცულობენ

25 თებერვალი 2025, 13:08 97 ნახვა

რომის წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი კათოლიკე მრევლი პაპის გაჯანმრთელებისთვის ლოცულობს,  რომელიც  ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაშია. 

ორშაბათს ვატიკანმა განაცხადა, რომ პონტიფიკოსის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია, თუმცა აღენიშნება "მსუბუქი გაუმჯობესება" და დასძინა, რომ "თირკმელების მსუბუქი უკმარისობა", რომელიც პირველად დაფიქსირდა შაბათ-კვირას, არ იყო შეშფოთების მიზეზი.

88 წლის პაპი რომის გემელის საავადმყოფოში 14 თებერვალს მძიმე რესპირატორული ინფექციით შეიყვანეს, რამაც შემდგომ ჯანმრთელობის სხვა პრობლემები გამოიწვია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში