ტაილანდში ტურისტული ავტობუსი ავარიაში მოჰყვა

26 თებერვალი 2025, 08:59 125 ნახვა

18  ადამიანი დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად  ტაილანდში. ტურისტული ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და  თხრილში ჩავარდა  პრაჩინბურის პროვინციაში.  სოციალურ მედიაში გავრცელებულ  ვიდეოებში ჩანს, რომ შემთხვევის ადგილზე მაშველები და მედიკოსები მუშაობენ. 

ავტოკატასტროფა დედაქალაქ ბანგკოკიდან აღმოსავლეთით 155 კილომეტრის მოშორებით მოხდა.

ტაილანდის პრემიერ მინისტრმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა  ოჯახებს და თქვა, რომ გამოძიება მიმდინარეობს, განსაკუთრებით სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი