თურქეთის ლიდერი ორდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანში ჩადის

14 ივნისი 2021, 14:09 1028 ნახვა

აზერბაიჯანის მილი მეჯლისის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც სიტყვით თურქეთის პრეზიდენტი უნდა გამოვიდეს, 16 ივნისს გაიმართება.  თურქეთის ლიდერს აზერბაიჯანის დედაქალაქში დღეს ელოდებიან. 

მანამდე ერდოღანმა განაცხადა, რომ ყარაბაღში ქალაქ შუშაში აპირებდა ჩასვლას, 16 ივნისს ბაქოში რამდენიმე ოფიციალური შეხვედრას გამართავს და ბოლოს  ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში თურქეთ-უელსის მატჩს დაესწრება.

მატჩის დასრულების შემდეგ ერდოღანი ბაქოდან ანტალიაში გაემგზავრება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში