ახალი ვებ პლატფორმა "smartkeda.ge" ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა ევროკავშირის დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით "ჭკვიანი სოფლების" კონცეფციის დანერგვის ფარგლებში შექმნა.
აღნიშნულ პლატფორმაზე მეწარმეებს საკუთარი ბიზნესის შესახებ ინფორმაციის განთავსება შეუძლიათ. შესაბამისად მომხმარებელს საშუალება აქვს მისთვის საინტერესო სერვისის შესახებ ინფორმაცია მიიღოს.
პროექტის მიზანი ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერასთან ერთად, ქედაში წარმოებული პროდუქტებისა და სერვისების მარკეტინგია. პლატფორმაზე განთავსებულია ფოტო მასალა.