ხულოში სოფელ ჩაოში კი დასკვნით ფაზაშია ახალგაზრდული ცენტრის შენობის მშენებლობა. შენობაში მოეწყობა ახალგაზრდებისათვის სივრცე, ალტერნატიული საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა, მუზეუმი და სამუშაო კაბინეტები.
ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა უკვე დასრულდა სოფელ თაგოსა და ტუნაძეებში,სოფელ მანიაკეთში კი ჯერ კიდევ გრძელდება მშენებლობა.