აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის მომწოდებლების გამოსავლენად ხმის მიცემა მიმდინარეობს

06 ნოემბერი 2024, 15:12 413 ნახვა
 

აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის მომწოდებლების გამოსავლენად ხმის მიცემა მიმდინარეობს - ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების განმარტებით, რეგიონში რეგისტრირებულ ყველა ტურისტულ ობიექტზე განთავსებულია QR Code-ი, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს კონკრეტული ობიექტის შეფასება შეუძლიათ. გარდა ონლაინ გამოკითხვისა, გამარჯვებულთა გამოსავლენად გამოიყენება ტურისტების კვლევა (პირისპირი გამოკითხვის მეთოდით), ტურისტული სექტორის გამოკითხვა და Booking.com-ის, Google Map-ის, Trip Adviser-ის, Facebook.com-ის მონაცემები და შეფასებები.

გამარჯვებულებს 10 სხვადასხვა ნომინაციაში ტურისტები და აჭარის ტურისტულის სექტორის წარმომადგენლები გამოავლენენ.

ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დეკემბრის ბოლოს, „მაგნოლია 2024“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე გაირკვევა თუ რომელ განთავსებისა და კვების ობიექტს, გიდს, ტურისტულ სააგენტოსა და ადგილს გააჩნია ტურისტების, მომხმარებლებისა და ტურიზმის სექტორის ყველაზე მაღალი ნდობა და შეფასება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი „მაგნოლია“-ს დაჯილდოების ღონისძიებას აჭარაში 2015 წლიდან ატარებს. მისი მიზანი ტურისტული სექტორის წახალისება და რეგიონში სერვისის გაუმჯობესებაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში