საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ ცხრაპუნქტიან ერთობლივ განცხადებას აწერენ ხელს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები სრულად იზიარებენ იმ ფასეულობებს, რომლებსაც ემყარება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია და აცხადებენ, რომ საქართველოს ნატოს წევრობისთვის აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, განაგრძობს თავდაცვითი შესაძლებლობების განმტკიცებას და ახორციელებს პროგრესს ნატოსთან სრული თავსებადობის მისაღწევად.