ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ ირაკლი თავდგირიძე აირჩიეს

25 ნოემბერი 2024, 14:22 488 ნახვა

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ ირაკლი თავდგირიძე აირჩიეს. კანდიდატურას მხარი 19-მა დეპუტატმა დაუჭირა.

თავდგირიძის კანდიდატურა ფრაქცია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ თენგიზ აფხაზავამ წარადგინა.

ბათუმის საკრებულოში ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა თავმჯდომარემ რამაზ ჯინჭარაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და თანამდებობა დატოვა.

ხმათა უმრავლესობით, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნატალია ზოიძე გახდა, ხოლო ერთ-ერთი მოადგილე ლევან ცხოიძე იქნება. მოადგილეების კანდიდატურები ახალარჩეულმა თავმჯდომარემ დაასახელა.

საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიას კი ნატალია ძიძიგური უხელძღვანელებს.

დეპუტეტები თანამდებობრივ უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგებიან.

 
 
თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში