დღეიდან საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე ამოქმედდება

25 ნოემბერი 2024, 21:56 85 ნახვა

საქართველოს პარლამენტში 25 ნოემბრიდან ამოქმედდება უსაფრთხოების ყვითელი დონე. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცემული ბრძანების თანახმად საპარლამენტო ღონისძიებებზე დაშვების შეზღუდვა ეხებათ როგორც ვიზიტორებს, ასევე მედიის წარმომადგენლებს.

ბრძანებით რეგულირდება საპარლამენტო ღონისძიებებზე იმ პირების დაშვების საკითხი, რომლებიც არ არიან პარლამენტის წევრები და არ არიან დასაქმებულები პარლამენტის აპარატში.

პარლამენტის მუშაობის პროცესში დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შეზღუდვა ეხება მედიასაც. ყვითელი დონის მოქმედების დროს პარლამენტის შენობაში მუშაობას შეძლებენ მხოლოდ ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები. დასრულებამდე.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 26 ნოემბრიდან მის გაუქმებამდე საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“,- ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული ბრძაწება ძალაშია ამ ბრძანების გაუქმებამდე.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში