კოალიცია ცვლილებისთვის ცესკოს სიების ჩახსნის მოთხოვნით მიმართა

25 ნოემბერი 2024, 19:54 80 ნახვა

ცესკო-ს მოვუწოდებთ, უახლოეს პერიოდში - ხვალ, ჩახსნან ჩვენი პარტიული სია, რათა შემდგომ მივმართოთ საქართველოს პარლამენტს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა თენგო თევზაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მისვლისას განაცხადა, სადაც მან ცესკო-ს მიმართა განცხადებით, რომ კოალიციის პარტიული სია ჩახსნას.
როგორც თევზაძემ განაცხადა, „კოალიცია ცვლილებისთვის” არ აპირებს ითანამშრომლოს XI მოწვევის პარლამენტთან.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში