ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე პარლამენტში დარჩენას არ აპირებენ, ისინი ტოვებენ მანდატებს - მდინარაძე

25 ნოემბერი 2024, 16:03 122 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო მანდატებს მალე დატოვებენ.

მისივე თქმით, ისინი სიაში იყვნენ, როგორც ეს წესია თუმცა პარლამენტში დარჩენას არ აპირებენ.

„ეს ადამიანები, როგორც ჩემთვის ცნობილია და ეს არ არის, მე მგონი, დასამალი - ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე, პარლამენტში დარჩენას არ აპირებენ. ისინი არიან ჩვენი პარტიის ხელმძღვანელები - საპატიო თავმჯდომარე, პოლიტიკური მდივანი, თავმჯდომარე და ისინი საპარლამენტო სიაში იყვნენ, როგორც ეს წესია, ფორმალურად, რეალურად და ისინი ტოვებენ საპარლამენტო მანდატებს. მიმართავენ ძალიან მალე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში