ე.წ ინდური შტამის შემთხვევები

28 მაისი 2021, 12:00 695 ნახვა

ინდური შტამის პირველი შემთხვევა საქართველოში.  ვირუსი ხუთ ადამიანს დაუდასტურდა, მათგან სამი უცხოეთის მოქალაქეა, რომლებმაც საქართველო უკვე დატოვეს.

რაც შეეხება დანარჩენებს, ორი მათგანი საქართველოს მოქალაქეა და ეპიდემიოლოგების განცხადებით, ისინი სახლის პირობებში  მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

ხუთივეს შუა აღმოსავლეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. რაც შეეხება მათ კონტაქტებს, როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ყველა მათგანი მოძიებულია და ისინი იზოლაციაში იმყოფებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში