ხვნა-თესვის პროგრამაში, რომელიც წინა წელს დავიწყეთ, შესრულების გადაჭარბების მაჩვენებელი გვაქვს - ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, 2000 ჰექტარზე მეტი, რაც იყო გათვალისწინებული სამიზნე პროგრამულ მაჩვენებლად უკვე დამუშავებულია.
" მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებს, მიმდინარე პროცესშიც ხელი შევუწყოთ ამ პროგრამის სრულად და ეფექტურად განსახორციელებლად"-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.