საქალაქო სასამართლოში 11-12 იანვარს ბათუმში აქციის დროს დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს.
მოსამართლე ირმა ტოგონიძემ ერთ-ერთი დაკავებული თათია აბულაძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, გირაო 2 ათას ლარს შეადგენს.
დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებული კიდევ რამდენიმე პირის სასამართლო პროცესია ჩანიშნული.