ქობულეთში, ისპანის ჭაობის ტერიტორიასთან ახლოს ეკალ-ბარდებს ცეცხლი უკიდია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განგვიცხადეს, ცეცხლის კერები დასახლებული პუნქტისგან მოშორებით მდებარეობს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილას, სამი სახანძრო ეკიპაჟი მუშაობს.
ამ დროისთვის, ქობულეთში ქარია. რაც ხანძრის ქრობის პროცესს ართულებს.