ძველით ახალი წლის დადგომას საზეიმოდ აღნიშნავენ ძველ, ისტორიულ საქართველოში. ტრადიცია არც წელს დაგვირღვევია და ჩვენი ეთერი ისევ დავუთმეთ ჩვენებურებს მურღულიდან და ბორჩხიდან.
12 საათის დადგომამდე იქ ჯერ კიდევ დროა, თუმცა ეთნიკურმა ქართველებმა დღესასწაულის აღნიშვნა უკვე დაიწყეს. მათ ბერიკებთან ერთად ქალაქის ქუჩები მოიარეს, ნობათი შეაგროვეს, რასაც შემდეგ საზეიმო სუფრაზე განათავსებენ და ილბაშის იგივე ახალი წლის დადგომას იზეიმებენ.
ჩვენებურების ძველით ახალ წელს წლებია ვაშუქებთ, რამაც ხელი შეუწყო ახალი წლის ტრადიციების აღდგენას და სახალხო დღესასწაულად ქცევას.