კომპანია „ენკას“ ინფორმაციით, ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის გადაადგილება შეზღუდა, თუმცა სხვა ტიპის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
"კომპანია "ენკას" არ შეუჩერებია მოსამზადებელი რიგისა და მიწის სამუშაოები. დღეს ნაწილობრივ შეიზღუდა მძიმე ტექნიკის გადაადგილება, რათა ადგილი არ ჰქონოდა ესკალაციას. სხვა ტიპის მოსამზადებელი სამუშაოები გეგმურად მიმდინარეობს, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, არსებული ნებართვების საფუძველზე”, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.