ამნისტიის კანონპროექტის კენჭისყრა ხუთშაბათამდე გადაიდო. მიზეზი ოპოზიციის პროტესტი გახდა, რომელიც ქართული ოცნების მიერ შემუშავებულ დოკუმენტში ბევრ ხარვეზს ხედავს და აცხადებს, რომ ამნისტია მხოლოდ არსებულ საქმეებს უნდა შეეხოს და მათ შორის სამართალდამცველები არ უნდა მოხვდნენ.. სხდომის შუალედში დღეს ოპოზიცია კახა კუჭავას კაბინეტში ცდილობდა მმართველ გუნდთთან პოზიციების შეჯერებას, თუმცა აუდიენცია უშედეგოდ დასრულდა. ამიტომ ორ დღეში პოლიტიკოსები ისევ შეეცდებიან კონსენსუსის მიღწევას