დღეს ჩინური ''სინოვაკით'' ვაქცინის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

21 მაისი 2021, 14:52 812 ნახვა

რეგისტრაციის დაწყებიდან დაახლოებით სამ საათში, „სინოვაკზე“ 4 ათასამდე ადამიანი დარეგისტრირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეს ვაქცინა სინოფარმის მსგავსად, ტრადიციული მეთოდით დამზადებული ინაქტივირებული ვაქცინაა.  იმუნიზაციის პროცესი ამ ვაქცინით 24 მაისიდან დაიწყება.

ქვეყანაში სინოვაკის 100 000 დოზაა და ის ადგილობრივი მარეგულირებლის მიერ არის ავტორიზებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია  ჯერჯერობით არ აქვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი