საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებმა აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობის მიერ ორგანიზებულ მრავალეროვნულ სწავლებაში „ტროას ნაკვალევი“ მონაწილეობა დაასრულა.
სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა კულმინაციური წვრთნა გამართეს, რომელსაც ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
სწავლება ხუთი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა და მასში 10 ქვეყანა მონაწილეობდა. საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების ერთმა ქვედანაყოფმა რუმინეთში გამართულ წვრთნებში მიიღო მონაწილეობა, ნაწილმა კი, ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მომზადება საქართველოში გაიარა.