აქცია ე.წ. კომენდანტის საათის წინააღმდეგ

14 მაისი 2021, 18:03 1572 ნახვა

„დაასახელოს მთავრობის წევრებმა ზუსტი თარიღი, თუ როდის გაუქმდება კომენდატის საათი“ - ამ მოთხოვნით პარლამენტის წინ 5 პარტიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.

აცხადებენ, რომ პროტესტი კამპანიურ ხასიათს მიიღებს და არ შეწყდება მანამ, ვიდრე გადაადგილებაზე შეზღუდვა არ მოიხსნება.

ითხოვენ ძალაში დარჩეს მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები. აქციის მონაწილეები საუბრობენ ე.წ. კომენდატის საათის გამო ბიზნესზე მიყენებულ ზარალზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი