ამერიკის საელჩო ცვლილებით კოდექსში იმედგაცრუებულია

30 აპრილი 2021, 20:10 836 ნახვა

ოპოზიციის მიმართვა პრეზიდენტს, რომ   სალომე ზურაბიშვილმა ვეტო  დაადოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ  ცვლილებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი  ახალი ცვლილების ინიცირებას გეგმავენ. შენიშვნები აქვთ მესამე სექტორშიც. 

ფიქრობენ, რომ ეს ნორმები, ხშირად რეპრესიულ მექანიზმად არის გამოყენებული მშვიდობიანი შეკრებების მონაწილეთა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ.

ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. დიპლომატიურ უწყებაში იმედგაცრუებას გამოთქვამენ და განმარტავენ, რომ მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი