პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება დღეს დაიწყება

29 აპრილი 2021, 12:46 572 ნახვა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება მსჯავრდებულებისთვის აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს. პროცესი 29-30 აპრილის 09:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება, ხოლო პირველ მაისს, ამანათების მიღება 09:00 საათიდან 15:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში