საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის ცნობილია

29 აგვისტო 2024, 12:17 281 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 7 სექტემბერს, უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის გათამაშებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ერთა ლიგის საწყისი ორი ტურისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ნაკრებში ორი დებიუტანტია - უკრაინული ჩერკასის წევრი, პოზიციით ნახევარმცველი შოთა ნონიკაშვილი და ყაზახური კაირათის მცველი ლუკა გადრანი.

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა გადრანი (კაირათი, ყაზახეთი), ჯიმი ტაბიძე (დინამო მახაჩყალა, რუსეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი)

ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს, სტუმრად, ალბანეთს შეხვდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში