პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე პარიზის პარალიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელია.
მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ანამ (52 კგ) დამატებით დროში მსაჯების გადაწყვეტილებით ეგვიპტელი ალ მონეემი დაამარცხა.
ამ გამარჯვებით კი ქართულმა დელეგაციამ პარიზში, პირველ საშეჯიბრო დღეს პირველი მედალი მოიპოვა.