ბათუმში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიებას ბათუმის მერი, სხვა ოფიციალური პირები და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. მერიის ინფორმაციით, ამ დღის მიზანია, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ოჯახების თანადგომა.
საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, ამ დრომდე 2 000-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, რომელთა მოძიება და ოჯახებისთვის დაბრუნება მიმდინარე პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.