დღეს პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე ორი ქართველი იასპარეზებს

29 აგვისტო 2024, 10:20 388 ნახვა

გუშინ, პარიზში ზაფხულის მე-17 პარალიმპიური თამაშები გაიხსნა, რომელიც 8 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

საფრანგეთის დედაქალაქში საქართველო სპორტის ექვს სახეობაში 14 პარასპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.

პირველ დღეს, 29 აგვისტოს მედლების 22 კომპლექტი გათამაშდება, ქართველთაგან პირველი ტაეკვონდოისტები – ანა ჯაფარიძე და ლია ჩაჩიბაია იასპარეზებენ.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება,ხოლო ფინალური ბლოკი 19:00 საათზეა ჩანიშნული.

პარალიმპიური თამაშების პირდაპირ რეპორტაჟებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი და პირველი არხი სპორტი გადმოსცემს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში