სამთვიანი პაუზის შემდეგ დღეიდან ენგურჰესი, ქვეყნის უდიდესი ჰიდროლექტროსადგური ამუშავდა. ენგურჰესი სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის მიზნით 20 იანვარს გაჩერდა. რეაბილიტაციის შედეგად, წყლის დანაკარგები 20%-30%-იანი მაჩვენებლით შემცირდება, რაც წელიწადში დამატებით დაახლოებით 90 მლნ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიის გამომუშავებას გულისხმობს.