ეროვნული ლიგის მეათე ტურში ბათუმის "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
პირველ ტაიმში ბათუმელები უპირატესობას ფლობდნენ და ტეიდმა საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით დააწინაურა თავისი გუნდი. მეორე ტაიმში „ტორპედომ“ ქაფიანიძის თავურით ანგარიში გაათანაბრა.
ბათუმის "დინამო" ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 19 ქულით მეორე ადგილზეა.