საქართველოში კორონავირუსის 1 030 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 706 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა შვიდი პაციენტი.
ჩატარდა 32 801 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 919, „პისიარ“ ტესტით – 11 882.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,14%-ია.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 030 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 538 შემთხვევა, აჭარა - 103, იმერეთი - 73, ქვემო ქართლი - 63, შიდა ქართლი - 30, გურია - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 119, კახეთი - 42, მცხეთა-მთიანეთი - 25, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
კარანტინის რეჟიმშია 155, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 616 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 394 პირი.