გაიმართება თუ არა მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ჯერ ისევ უცნობია. ცნობილია ის, რომ ოპოზიცია საკუთარი მოთხოვნების გადახედვას არ აპირებს და მმათვის ისევ წყალგამყოფია ვადამდელი არჩვენები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
ამბობენ, რომ ამ საკითხებზე კონსულტაციებს აგრძლებენ უცხოელ პარტნიორებთან. მათ შორის გუშინ გირჩმა დამოუკიდებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან.
რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას, ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ მზად არიან კომპრომისითვის, თუმცა საამისოდ ოპოზიციამ მოთხოვნებს უნდა გადახედოს.