განათლების სისტემის სოციალური მუშაკები სკოლებში. ისინი მშობელთა მხარდაჭერით მოსწავლეებს სხვადასხვა სოციალური ბარიერის დაძლევაში დაეხმარებიან. კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეული 28 კვალიფიციური მუშაკი ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრებში განაწილდება. კონკურსის გავლის შემდეგ დამატებით კიდევ 22 აპლიკანტი შეირჩევა და საბოლოოდ, საქართველოს ყველა რეგიონის ცენტრს ეყოლება სოციალური მუშაკი. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.