შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან

11 აპრილი 2021, 18:30 844 ნახვა

ევროკავშირის წარმომადგენლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანსა და ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ თალაკვაძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ამ წუთებში, კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი "ლელოს" ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს  ხვდებიან. 

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის, უცნობია. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფება და დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში