პოზნერის ვიზიტი საქართველოში - გამოხმაურება რუსულ მედიაში

01 აპრილი 2021, 11:50 1194 ნახვა

საქართველოში პოზნერის ხმაურიანი ვიზიტის შესახებ რუსული სააგენტოები წერენ. სააგენტო ეხო მასკვამ ცოტა ხნის დაწერა, რომ პოზნერი ამ ეტაპზე უარს ამბობს შეაფასოს საქართველოში გუშინ განვითარებული მოვლენები.  „რია ნოვოსტი“ წერს, რომ მათთან საუბარში პოზნერმა განაცხადა, რომ  თბილისში  მის უსაფრთხოებას პოლიცია იცავს. გამომცემლობა „ვზგლიად რუ“ პოზნერის ვიზიტზე საქართველოში წერს, რომ ქართველი ხალხის და ოპოზიციის წევრების აგრესია გამოიწვია მისივე გამონათქვამმა, როდესაც მან განაცხადა, რომ აფხაზეთი არასოდეს არ იქნება საქართველოს ნაწილი. სააგენტო“ ინტერ ფაქსი წერს-  87 წლის იუბილის გადასახდელად საქართველოში ჩარტერული რეისით  მოსკოველ  მეგობრებთან ერთად  ჩასულ რუს ტელეწამყვანს ოპოზიციური ლიდერების და მათი მხარდამჭერების ხმაურიანი აქციები და დაპირისპირება მოჰყვა, დაუშინეს კვერცხები  და საბოლოოდ  სასტუმროში, სადაც ის გაჩერდა ელექტრო ენერგიის მიწოდება შეუჩერეს-წერს „ინტერ ფაქსი“.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი