ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც, ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილებები გახდება ცნობილი. სავარაუდოდ ვაქცინაციის რეგისტრაციას კიდევ ახალი ჯგუფი დაემატება. საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის ქვეყანაში ასტრაზენეკათი და ფაიზერით ვაქცინაცია მიმდინარეობს. უკვე შეჩერებულია რეგისტრაცია ფაიზერის ვაქცინაზე.