გადამწყვეტი მოლაპარაკებები

30 მარტი 2021, 15:24 976 ნახვა

სავარაუდოდ დოკუმენტზე მუშაობა, რომელსაც კრისტიან დანიელსონი უახლოეს საათებში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შესთაბაზებს -შვედმა დიპლომატმა დაასრულა.  ახლა  მთავარი კითხვაა,  რომელი პარტიისთვის იქნება მისაღები შეთანხმების ტექსტი.  ორივე მხარის პოზიცია  მედიატორმა იცის, დოკუმენტი კი უნდა იყოს  შუალედური და კომპრომისული ვარიანტი -ასე ფიქრობენ ოპოზიციაში. მმართველ გუნდში კი ოპოზიციის საპასუხოდ ისევ იმეორებენ, რომ ქვეყანაში არც პოლიტპატიმრები არიან, ხოლო ვადამდელი არჩევნების ჩატარების წინაპირობა არ დგას. ვინ მოაწერს ხელს ევროპის საბჭოს ჩართულობით მომზადებულ დოკუმენტს, ვინ იტყვის უარს და რა შედეგით დასრულდება ევროპული მედიაციით დაწყებული ხანგრძლივი მოლაპარაკებები.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში