ბათუმში ''ფაიზერით'' ვაქცინაცია დაიწყო

30 მარტი 2021, 10:18 4162 ნახვა

ბათუმში ''ფაიზერით'' ვაქცინაცია დღეს, 30 მარტს დაიწყო. პირველი ბენეფიციარი 71 წლის გულნარა დავითაძეა, რომელიც სპეციალურ პორტალზე booking.moh.gov.ge-ზე დარეგისტრირდა. 

კლინიკაში სპეციალური კითხვარის შევსების შემდეგ აცრა გაიკეთა. ის სამედიცინო დაწესებულებაში, პროტოკოლის შესაბამისად 45 წუთის განმავლობაში დარჩება. 

''გადარჩენის გზა ვაქცინაშია! ჩემი საქციელით მინდა ყველას ვაჩვენო მაგალითი'' - ამბობს მოქალაქე, რომელიც ''ფაიზერის'' ვაქცინით აიცრა. 

აჭარაში „ფაიზერის“ ვაქცინაზე ორი კვირის ჯავშანი უკვე შევსებულია. 14 აპრილამდე დაგეგმილია 1 344 ადამიანის ვაქციანცია. 

​,,ფაიზერით'' ვაქცინაცია მხოლოდ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარდება, ხოლო ''ასტრაზენეკათი'' მოქალაქეები ''მედცენტრში'' აიცრებიან. 

საიტზე დარეგისტრირება, სამედიცინო პერსონალთან ერთად, 25 მარტიდან უკვე შეუძლიათ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც. რეგისტრაციის დროს შესაძლებლობა აქვთ, თავად აირჩიონ „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის ერთ-ერთი.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი